ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში „სომხეთის ცის ქვეშ'' მონაწილეობს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზაცია „ფონდი სკოლა კლასთან'' თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს პროექტში „სომხეთის ცის ქვეშ'',რომლის მთავარი დონორია ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის''.

პროექტის მთავარი მიზანია მასწავლებელთათვის სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა, რათა მათ შეძლონ ბავშვების ინტერესის გაზრდა STEM-ის საგნების მიმართულებით.

აქტივობები გათვლილია, როგორც ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრებისთვის, ასევე ასტრონომიით დაინტერესებული გუნდებისთვის. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 20 მკვლევართა კლუბი და 10 ასტრონომიის გუნდი.

პროექტი დაიწყო 2018 წლის ივნისში და დასრულდება 2019 წლის მაისში.

2019 წლის 13-15 აპრილს ბიურაკანის ობსერვატორიაში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა და ტრენინგკურსები სომეხი მასწავლებლებისთვის. ღონისძიების მონაწილედ და ტრენერებად მიწვეული არიან ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მასწავლებლები – მარინე ჭელიძე და ნათია ბაღათრიშვილი. ისინი ისაუბრებენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე და კოლეგებს გააცნობენ საქართველოში მოქმედი კლუბების მუშაობის მეთოდებსა და გამოცდილებას.

მონაწილეობენ ნათია ბაღათრიშვილი და მარინე ჭელიძე.

 

ბანერები