ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

III საერთაშორისო კონფერენცია

ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ ”კავკასიის”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით 2, 3, 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაიმართა მაგისტრანტთა და დოქტორანტთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით ”სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი”.

მასში მონაწილეობა მიიღო 17-მა  დოქტორანტმა  საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და შვედეთიდან. კონფერენციაზე მოწვეული იყო ლექტორი პროფესორი, ტრინიტის კოლეჯის ბეკეტის ცენტრის თავმჯდომარე, ბრაიან სინგლტონი (Brian Singleton).

3 მაისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ოფიციალურად გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  გიგი თევზაძემ.

კონფერეცნიის ფარგლებში 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ბაიან სინგლტონის ორი ლექცია სახელწოდებებით: „ევროპული თეატრი და თანამედროვე წარმოდგენა“, „მეხსიერების ლანდშაფტები: პოსტკოლონიალური წარმოდგენა ნაციონალიზმის მიღმა“.

ბანერები