ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ჰეზერ უაითის საჯარო ლექცია - „სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით

მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „კრედო“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგი პროექტი განახორციელა.

21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს ესტუმრნენ ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი. 

25 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ჰეზერ უაითმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით“.

ბანერები