ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ჰაგაკურეს” ქართული თარგმანი

XVII საუკუნეში იამამოტოს ცუნეტომოს მიერ შედგენილი სამურაის კოდექსის - ”ჰაგაკურეს” ქართული თარგმანის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის გახსნა მიულოცა და ”ჰაგაკურეს” შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა: ”ჰაგაკურე” - ეს არის კლასიკური მაგალითი სამურაების ცხოვრებისა, თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ თქვენს ქვეყანას ბევრი ომი აქვს გადატანილი, შესაბამისად, ”ჰაგაკურეში” მკითხველი იპოვნის ბევრ მსგავსებას ქართველ და იაპონელ მებრძოლებს შორის”.

”ჰაგაკურე” ქართულ ენაზე გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ; მთარგმნელები არიან ქეთევან ჩიგოგიძე და ვლადიმერ ლუარსაბიშვილი, რედაქტორი - ირმა რევიშვილი, წინასიტყვაობა და კომენტარები პროფესორ გიგი თევზაძეს ეკუთვნის.

"ჰაგაკურე" ანუ "ფოთლების ჩრდილში ნაამბობი" ორი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ხელუხლებლად, მხოლოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. 1930 წლისთვის ”ჰაგაკურე” იქცა ბუშიდოს ანუ მეომრის გზის ყველაზე გავრცელებულ აღწერად.

”ჰაგაკურე” ეს არის წიგნი, რომელიც აღწერს სამურაის გზას”. როგორც ქართული თარგმანის წინასიტყვაობის ავტორი ამბობს, ”ამ წიგნის კითხვით არა მარტო შეხვალთ იაპონურ კულტურაში, არამედ გაიგებთ იმ გზავნილსაც, რომლის გადაცემაც სურდა ავტორს სამყაროსთვის”.

ბანერები