ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გრაფიკული დიზაინის ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის უფასო ონლაინტრენინგის კურსს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, შინიდან გაუსვლელად დაეუფლონ დიზაინის ტექნიკას.

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნებაა იდეების გადმოსაცემად. იმისთვის, რომ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი, უნდა დაეუფლოთ სხვადასხვა უნარსა და ინსტრუმენტს, გაეცნოთ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის პრინციპებსა და ტენდენციებს, წარმოსახვა აქციოთ რეალობად, იმუშაოთ ინდივიდუალურ პროექტებზე.

თუ გსურს ისწავლო, როგორ გამოიყენო ხელოვნება ეფექტურად და ემოციები დიზაინში გადმოიტანო პროგრამის გამოყენებით, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოტივირებულ მოსწავლეებს, რომელთაც სურთ, დაეუფლონ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის ტექნიკას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 4 ნოემბრისა.

კურსი არის დამწყებთათვის, შესაბამისად საბაზისო ცოდნა საჭირო არ არის. კურსის მონაწილეები იმუშავებენ Adobe Illustrator-ში.

წინაპირობა: კურსისთვის საჭიროა გამართული ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომელზეც შესაძლებელი იქნება პროგრამა Adobe illustrator-ში მუშაობა https://helpx.adobe.com/illustrator/system-requirements.html

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/GLaSjse1r6GJFD3P9

მონაწილეების გადარჩევა: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეგზავნებათ დავალება, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება შესაბამის კურსზე სტუდენტის შერჩევა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 50 მოსწავლეს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგის ხანგრძლივობა: კვირაში ორჯერ, 1. 5 საათი

სამუშაო ენა: ქართული

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2023 წლის 8 ნოემბრისა.

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20%-ს.

კურსი უფასოა.

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z

2023

ბანერები