ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გრაფიკული დიზაინის ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად 20 ნოემბრიდან მოსწავლეებისთვის გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის უფასო ონლაინტრენინგის კურსს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, შინიდან გაუსვლელად დაეუფლონ დიზაინის ტექნიკებს.

 გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება გრაფიკული დიზაინის გარეშე?

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნებაა იდეების გადმოსაცემად. იმისთვის, რომ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი, უნდა განავითაროთ სხვადასხვა უნარი და ინსტრუმენტი, გაეცნოთ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის პრინციპებსა და ტენდენციებს, წარმოსახვა რეალობად აქციოთ, იმუშაოთ ინდივიდუალურ პროექტებზე.

თუ გსურს ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ხელოვნება ეფექტურად და ემოციები გადაიტანოთ დიზაინში, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოტივირებულ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ დაეუფლონ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის ტექნიკებს.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 17 ნოემბრისა.

კურსი არის დამწყებთათვის, შესაბამისად არ საჭიროებს საბაზისო ცოდნას.

წინაპირობა: კურსისთვის საჭიროა გამართული ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომელზეც შესაძლებელი იქნება პროგრამა Adobe illustrator-ში მუშაობა.

► სააპლიკაციო ფორმა:https://bit.ly/3E9eY1a

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 50 მოსწავლეს, შესაბამისად, ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგები ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას, 13:00 საათზე.

ტრენინგის ხანგრძლივობა – 1. 5 საათი

სამუშაო ენა: ქართული

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2022 წლის 19 ნოემბრისა.

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20%-ს.

კურსი უფასოა.

ფაბლაბ ილიაუნი –https://bit.ly/2IOWh7Z

#graphicdesign

#fablabiliauni

2022 წელი

 

ბანერები