ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გრაფიკული დიზაინის კურსი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად 25  ნოემბრიდან სტუდენტებს სთავაზობს გრაფიკული დიზაინის კურსს, რომელიც ფიზიკურ ფორმატში გაიმართება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

21-ე საუკუნეში გრაფიკული დიზაინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველდღიურ საქმიანობაში მისი გამოყენების აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა.გრაფიკული დიზაინის კურსი კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რომლებიც ცდილობენ დახვეწონ თავიანთი დიზაინის უნარები და ისწავლონ საკუთარი თავის გამოხატვა განსხვავებული, კრეატიული და ამბიციური იდეებით.

თუ გსურს გააძლიერო შენი ცოდნა ამ სფეროში და მოიპოვო კონკურენტული უპირატესობა კარიერაში, რომელიც განაგრძობს ზრდას და ცვლილებას, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოტივირებულ, სტუდენტებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის ტექნიკებს.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის, 21 ნოემბრისა

აღნიშნული კურსი არის დამწყებებისთვის, შესაბამისად არ საჭიროებს საბაზისო ცოდნას

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე გადარჩეულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ გარკვეული ტექნიკური დავალება, შესრულებული დავალების შედეგად კი კურსისთვის შეირჩევა საბოლოო, 20 მონაწილე.

ფორმატი: ფიზიკური. კურსი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

► სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3fDNfMC

ტრენინგის ხანგრძლივობა- 1,5 საათი

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2022 წლის 24 ნოემბრისა

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20 %-ს. 

აღნიშნული კურსი არის უფასო

ფაბლაბ ილიაუნი –https://bit.ly/2IOWh7Z

#graphicdesign

#fablabiliauni

2022 წელი

ბანერები