


გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: კრიზისის მენეჯმენტი
ახალი ამბები
11 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, PPRTC/EPRC ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „კრიზისის მენეჯმენტი“.
მომხსენებელმა ისაუბრა იმ რთულ ვითარებაზე, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა 2008 წელს. მან სტუდენტებს აუხსნა, თუ რა ფაქტორები ახდენდა გავლენას იმ პერიოდში საქართველოს ბაზარზე ფულის მოთხოვნა-მიწოდებაზე და რატომ აღმოჩნდა ქვეყნის საბანკო სისტემა კრიზისის ზღვარზე. მან დეტალურად მიმოიხილა ის ალტერნატივები, რაც იმ დროისთვის ქვეყანას გააჩნდა საბანკო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. ბატონმა გიორგიმ ასევე დიდი ყურადღება დაუთმო მაკროეკონომიკაში მოლოდინების მართვის მნიშვნელობის განხილვას.
საჯარო ლექციის სადისკუსიო ნაწილში განხილული იყო შემდეგი საკითხები: კრიპტოვალუტა, ეროვნული ვალუტის კრიზისი, საბანკო სისტემის განვითარების პერსპექტივები.
PPRTC/EPRC ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 17 მაისს სრულდება. პროექტის ფარგლებში, ბოლო საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს ბიზნესასოციაციის დირექტორის მოადგილე, ირინა კვახაძე. ლექციის თემაა: „ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი სარგებელი კერძო სექტორის განვითარებისათვის“.
გალერეა