
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
გერმანული ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (ÖSD)
ახალი ამბები
2023 წელს გერმანული ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (ÖSD) A1, A2, B1, B2 და C1 ენობრივი დონეებისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის სასემინარო დარბაზში ჩატარდება ოთხჯერ:
- 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით
რეგისტრაციის ვადა: 16-დან 23 იანვრის ჩათვლით. - 15-დან 22 აპრილის ჩათვლით
რეგისტრაციის ვადა: 6-დან 13 მარტის ჩათვლით. - 1-დან 8 ივლისის ჩათვლით
რეგისტრაციის ვადა: 22-დან 29 მაისის ჩათვლით. - 28-დან 4 ნოემბრის ჩათვლით
რეგისტრაციის ვადა: 18-დან 25 სექტემბრის ჩათვლით.
გამოცდაზე რეგისტრაციისათვის აპლიკანტმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ორივე გვერდი
- გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3H7kz9n
2023 წელი