ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გერმანული ენის კონგრესი საქართველოში 2011

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა "გერმანული ენის კონგრესი საქართველოში 2011". გერმანული ენისადმი მიძღვნილ კონგრესს, რომელიც ეხება გერმანული ენის მეთოდიკასა და გერმანისტიკაში მიმდინარე ტენდენციებსა და სიახლეებს, მართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.

კონგრესი გახსნეს გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგო რატიანმა.

გახსნის შემდეგ მოხსენება წაიკითხა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქ. ჰერმან ფუნქმა, თემაზე: "გერმანისტიკა და გერმანული ენის მეთოდიკა საზღვარგარეთ-2011 წელი". მიღება მიმდინარეობდა მუსიკის თანხლებით.

პროექტის პარტნიორები არიან იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის სკოლებში გერმანული ენის სწავლის ცენტრალური უწყება და გერმანიის საელჩო საქართველოში. კონგრესის მონაწილეებმა მოისმინეს გერმანისტიკისა და გერმანული სწავლების დიდაქტიკის სფეროში მოღვაწე პროფესორთა ლექციები, მონაწილეობა მიიღეს საჯარო დისკუსიებში, დაესწრნენ პრაქტიკულ სემინარებს აქტუალურ თემებზე და დაათვალიერეს გერმანული ენის სწავლების მასალები ცნობილ გამომცემელთა პორტფოლიოდან.

ბანერები