ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გერმანულენოვანი საზაფხულო სკოლა - „სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“

ახალი ამბები

2016 წლის 9-23 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა გერმანულენოვანი საზაფხულო სკოლა „სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“. წელს პირველად სკოლა გაიმართა სავლე წერეთლისფილოსოფიის ინსტიტუტის ეგიდით, სკოლის ძირითადი დამფინანსებელი კი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD. სკოლა მასპინძლობდა სტუდენტებს გერმანიის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდებისუნივერსიტეტებიდან. სკოლას ხელმძღვანელობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან გურჩიანი, დოქტორი ფლორიან მიულფრიდი იენის უნივერსიტეტიდან და დოქ. უვე ჰალბახიბერლინიდან. სკოლაში ლექციები წაიკითხეს ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: გია ნოდიამ, დავით აფრასიძემ, ანა კორძაია-სამადაშვილმა, რეზო კიკნაძემ; ასევე, პროფესორმა სტივენ ჯონსმა მაუნტ ჰოლიოკკოლეჯიდან; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: დეივ ბლოსმა (the Organized Crime and Corruption Reporting Project (occrp.org)), ედიტა ბადასიანმა (ჟურნალისტი), თამარ ხოშტარიამ (CRRC). სკოლაში მონაწილე სტუდენტები ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, კავკასიურ სახლს, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრს, „საქართველოს ბანკს“ ისტორიული შენობის დასათვალიერებლად. საზაფხულოსკოლას ეწვია ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი. მან სტუდენტებთან საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებისაუბრა. საზაფხულო სკოლა მადლობას უხდის ყველა ჩამოთვლილ პირსა და ორგანიზაციას სკოლაში ჩართულობისთვის.

 
ბანერები