ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გეიმჯემი LUDUM DARE - კომპიუტერული თამაშების ჰაკათონი

ახალი ამბები

გეიმჯემი Ludum Dare არის კომპიუტერული თამაშების საერთაშორისო ჰაკათონი, რომელიც პირველად 2002 წელს წელს ჩატარდა, წელს კი, 16 აპრილს, 35-ედ აიღებს სტარტს.

16 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანები დაელოდებიან Ludum Dare-ის ვებგვერდზე ჰაკათონის თემის გამოცხადებას და მომდევნო 48 საათის განმავლობაში შექმნიან თემის შესაბამისი თამაშების პროტოტიპებს; გეიმჯემის დასრულებისას კი შექმნილ პროტოტიპებს ატვირთავენ ვებგვერდზე: ludumdare.com პროტოტიპები სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით შეფასდება.

კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია GameLab Iliauni გაძლევთ შესაძლებლობას, 16 აპრილს, დილის 10:00 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ილიაუნის E207 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) შეუერთდეთ გეიმჯემს Ludum Dare.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ, აღჭურვილ სამუშაო სივრცეს 48 საათის განმავლობაში და გემრიელ საკვებს;
  • კვალიფიციურ მენტორებს.

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს 100-ლარიანი სასწავლო ვაუჩერით დააჯილდოებს Microsoft, Cisco და Autodesk-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე უმსხვილესი საგანმანათლებლო ცენტრი (16 ქვეყანაში 41 ფილიალით) -IT STEP Academy. აღნიშნული სასწავლო ვაუჩერის გამოყენება თითოეულ მფლობელს IT STEP Academy-ს ნებისმიერი კურსის პირველ თვეს შეეძლება.

განრიგი

16 აპრილი

10:00 საათი - გახსნა

11:00-12:00 - რეგისტრაცია

13:00-14:00 - იდეების წინასწარი ფიჩინგი და გუნდებად ფორმირება

14:00-16:00 - სამუშაო პროცესი

16:00-17:00 - შესვენება (კვება)

17:00 – 00:00 - სამუშაო პროცესი

00:00-1:00 - შესვენება (კვება)

17 აპრილი

12:00-13:00 - შესვენება (კვება)

18:00-19:00 - პროექტზე მუშაობის დასრულება/ფიჩინგისთვის მომზადება

19:00-20:00 - თამაშების პრეზენტაცია

20:00-21:00 - დახურვა

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. 

გთხოვთ, თან იქონიოთ პერსონალური კომპიუტერები (ნოუთბუქები).

ბანერები