


გასვლითი სასწავლო პრაქტიკული სემინარი სტეფანწმინდაში
ახალი ამბები
მიმდინარე წლის 31 მაისს, დაბა სტეფანწმინდაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ბაზაზე, ჩატარდა ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიის გასვლითი სასწავლო-პრაქტიკული სემინარი. უნივერსიტეტის ისტორიის მოყვარულთა კლუბში გაერთიანებულ ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს პროფესორმა პაატა ბუხრაშვილმა აკად. ნიკო მარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოუთხრო; ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,,ნიკო მარი” (რეჟ. რუსუდან ძნელაძე).
დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:
1. 2014 წლის დეკემბერში, აკად ნიკო მარის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს ბაზაზე ჩატარდეს სტუდენტური კონფერენცია.
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს ბაზაზე მოეწყოს რამდენიმედღიანი საზაფხულო სკოლა ვიზუალურ ანთროპოლოგიაში.
3. წიგნის მაღაზია „ლიგამუსის“ მესამე სართულზე მოეწყოს შეხვედრა საგანმანათლებლო - შემეცნებითი ფილმების ავტორთან, რეჟისორ რუსუდან ძნელაძესთან.
გალერეა