ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„გარჯინიცა“ საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ცნობილი პოლონელი რეჟისორის - ვლადიმერ სტანევსკის თეატრალური პრაქტიკის ცენტრის - „გარჯინიცას“ ინტენსიურ მასტერკლასს. პროექტის განხორციელების ინიციატორი და მხარდამჭერია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კინომსახიობთა თეატრი და პოლონეთის საელჩო საქართველოში.  

მასტერკლასი, რომელიც გათვლილი იყო, ძირითადად, მსახიობებისადა რეჟისორებისთვის, ასევე, თეორეტიკოსებისთვის, ესწრებოდნენ პროფესიონალი ხელოვანები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის რეჟისორები. განსხვავებული მეთოდოლოგიით მუშაობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, მონაწილეებისთვის სასარგებლო, პრაქტიკული და საინტერესო აღმოჩნდა. სამუშაო სესიები მოიცავდა სამსახიობო წვრთნას, თანაზიარობის სავარჯიშოებს, ანტიკური და მსოფლიოს ამჟამინდელ მკვიდრთა ტრადიციების, ვოკალური და მუსიკალური ტექნიკის, უძველესი ბერძნული იკონოგრაფიისა და ჰეორონომიის ხელოვნების გაცნობას, ინდივიდუალურ, წყვილურ და ჯგუფურ ეტიუდებს, „გარჯენიცას“ მიმდინარე რეპერტუარიდან ნაწყვეტების პრეზენტაციას, დასის ისტორიისა და ექსპედიციების ამსახველი მასალის ჩვენებას.  

აღსანიშნავია, რომ „გარჯინიცას“ წარმომადგენლები მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლნენ და მასტერკლასი-დათვალიერება გაგრძელდა 23 აპრილს ჭიათურაში, 25 აპრილს - ბათუმში, ხოლო 26 აპრილს - ხულოში.

„გარჯენიცას“ გაერთიანება დაახლოებით 30 წლის წინ დაფუძნდა აღმოსავლეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში. წარმოდგენითა და ვორქშოფებით მას მსოფლიოს უამრავი თეატრი და ფესტივალი აქვს მოვლილი. დასმა სახელი გაითქვა მსოფლიოს მოსახელეობისა და უძველესი მუსიკალური ტრადიციების საფუძვლიანი შესწავლით, ძლიერი ფიზიკური და ვოკალური ტექნიკით, ბუნებრივ გარემოში თეატრის შექმნისადმი ერთგულებითა და ა.შ. 

„გარჯენიცას მიღწევები არაჩვეულებრივი საჩუქარია. ჩემი აზრით, გარჯენიცას ჯგუფი ვ. სტანევსკის მეთაურობით არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე თეატრალური დასიდან, რომელიც დღეს მსოფლიოში მოღვაწეობს“, - წერს სიუზან ზონტაგი.

ბანერები