ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება

ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება აქტიური სტატუსის მქონე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების მიზნით. პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2023 წლის 14 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge.
ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება".

2023

ბანერები