


გამოიცა ზურაბ კაკაბაძის ნაშრომები – „ფილოსოფიური არქივის" მეორე ტომი
ახალი ამბები
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა მოამზადა „ფილოსოფიური არქივის" მეორე ტომი (ორ ნაწილად), რომელშიც შესულია ზურაბ კაკაბაძის ნაშრომები.
ზურაბ კაკაბაძემ 1967 წელს მიიღო ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1968-1982 წლებში იგი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის) ესთეტიკის განყოფილების გამგე.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი ფილოსოფიური ნაშრომი, რომელთაგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ ენაზე გამოცემულ მონოგრაფიებს „ექსისტენციური კრიზისის პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია" (1966) და „ადამიანი, როგორც ფილოსოფიური პრობლემა" (1970).
„ფილოსოფიური არქივის“ შექმნის მიზანია ქართველი ფილოსოფოსებისა და მკვლევრების სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცული ნაშრომების გამოცემა. შესაბამისად, მომავალში შემოგთავაზებთ სხვა ავტორების შრომებსაც.
მეორე ტომის სამეცნიერო რედაქტორები არიან: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე, გიორგი ხეოშვილი.
2023