
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
გაცნობითი ტური საქართველოს პარლამენტში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების 30 კაციანი ჯგუფი 31 მაისს, ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტს ეწვია. სტუდენტებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, დაესწრნენ სხდომას, შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის, როგორც მმართველი ასევე ოპოზიციური პარტიის წევრებს. სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს პარლამენტარებმა: სერგო რატიანმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, აკო მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა, შეხვედრა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, სადაც საუბარი შეეხებოდა ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიც არის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, პატიმართა ამნისტია, კონსტიტუციური ცვლილებები და ა.შ.
სამართლის სკოლა აგრძელებს შეხვედრების ციკლს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შტოებში შემავალ ინსტიტუციებში.