ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფსიქოტრავმის კვლევის პირველი საზაფხულო სკოლა: „კვლევები ფსიქოტრავმის სფეროში“

ახალი ამბები

2016 წლის 26-30 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროპის ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრ ახალგაზრდა მეცნიერთა პირველ საზაფხულო კვლევით სკოლას - „კვლევები ფსიქოტრავმის სფეროში“.

სკოლაში მონაწილეობდნენ სადოქტორო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები და მკვლევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, უტრეხტის უნივერსიტეტიდან, მაქს პლანკის ინსტიტუტიდან, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მილანის უნივერსიტეტიდან, ვილნიუსის უნივერსიტეტიდან, ზაგრების უნივერსიტეტიდან და ვარშავის უნივერსიტეტიდან.

სკოლას უძღვებოდნენ პროფესორები: ლუც ვიტმანი (ბერლინის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური უნივერსიტეტი), სტუარტ ტურნერი (ლონდონის ტრავმის კლინიკა, ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი), როლფ კლებერი (უტრეხტის უნივერსიტეტი), ნინო მახაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ჯანა ჯავახიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

სკოლა ჩატარდა შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით: ევროპის ფსიქოტრავმის საზოგადოება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება და ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“.

სკოლა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მოიცავდა: პედაგოგების პრეზენტაციებსა და ვორკშოპებს, სტუდენტების მიერ თავისი კვლევითი პროექტების ინდივიდუალურ პრეზენტაციებს, პედაგოგების მიერ სტუდენტების ინდივიდუალურ კონსულტაციებს კვლევის კონკრეტულ ასპექტებზე. აღნიშნულმა ფორმატმა სტუდენტებს თავიანთი კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის გაზიარების, უკუკავშირის გაცვლისა და კვლევის კონკრეტულ ასპექტებზე კონულტაციის მიღების საშუალება მისცა.

ბანერები