


ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის სტიპენდიები
11 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა "კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის" ფარგლებში, პროგრამის კოორდინატორი, დენის დაფლონი შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. დენის დაფლონმა პრეზენტაცია გააკეთა პროგრამა "კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელისა" და მის ფარგლებში დაგეგმილი სამაგისტრო სასწავლო პროგრამის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც კონკურსში გამარჯვებული 4 მაგისტრანტი 2010 წლის სექტემბრიდან 1 სემესტრის განმავლობაში ისწავლის ფრიბურგის უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს და პროფესორებს კი შესაძლებლობა მიეცემათ მოკლევადიანი (1კვირიანი და 1 თვიანი) გრანტი მოიპოვონ ფრიბურგისა და შვეიცარიის სხვა უნივერსიტეტებში.
მომხსენებელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს პროგრამის საქმიანობაზე, მიზნებსა და მის ფარგლებში დაგეგმილ აქტოვებებზე. ასევე სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მოპოვების, დაფინანსების პირობების, მასში მონაწილეობისა და შერჩევის კრიტერიუმების, ფრიბურგის უნივერსიტეტის სასწავლო კურსების, კონკურსისთვის საჭირო საბუთეებისა და აპლიკაციის შევსების თაობაზე.
ფრიბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორამა იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ გვერდზე:
http://iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=295&info_id=1468
http://iliauni.edu.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=295&info_id=1470
დოქტორანტების სტიპენდიების თაობაზე ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე. >>