


ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეები
ყოველი წლის 20 მარტს მთელი მსოფლიო ზეიმობს ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს.
საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა, მარტის თვე მთლიანად მიეძღვნას ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების დღის აღნიშვნას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) - წევრია. ამ ორგანიზაციას წელს 50 წელი შეუსრულდა. ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გასულ წელს გახდა ფილოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების ან დაწესებულებების ასოციაციის (AFELSH) წევრი.
შესაბამისად, უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილების მიერ მოწყობილ კონკურსებში, ღონისძიებებში და მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ორგანიზატორიც არის. აქედან გამომდინარე, ღონისძიებათა ნაწილს ილიას სახელმწიფო უნივერსტეტი უმასპინძლებს.