ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის კვლევები

”რა ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ანალიტიკურ პროცესში განვითარებულ გადატანას (ტრანსფერს)?” - ამ თემაზე ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა ფრანსუა მარტენ ვალასმა მოხსენება გააკეთა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფრანსუა მარტენ ვალასი არის საფრანგეთში მოღვაწე ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მას აქვს 25 წლიანი პრაქტიკა ფსიქოზითა და აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის სფეროში.

თავის მოხსენებაში ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა ანალიზის დროს განვითარებულ გადატანასა და მისი ნეიროფიზიოლოგიური ბაზისის არსებობის ჰიპოთეზაზე ისაუბრა. ფრანსუა მარტენ ვალასი არაერთი საერთაშორისო კვლევისა და შრომის ავტორია ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და ნეიროფიზიოლოგიის საკითხებში. ის სწორედ საკუთარ აღმოჩენებზე ესაუბრა ქართველ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია.

ბანერები