ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფილმის პრემიერა ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელეკომპანია ”პიკის” მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის -„ვარსკვლავური ქვების“ პრემიერა გაიმართა.

ფილმი ტელეპროექტ „უცნობი კავკასიისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული ასტრონომიის ლაბორატორიის ერთობლივი პროექტია.

ჩვენებამდე ფილმის შესახებ ისაუბრა ტელეპროექტ "უცნობი კავკასიის" ავტორმა და ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ზურაბ დვალმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული ასტრონომიის ლაბორატორიის დოქტორანტმა ბადრი ჯიჯელავამ.

მათი თქმით, დოკუმენტური ფილმის - „ვარსკვლავური ქვები“ -  მთავარი მიმართულებაა საქართველოში არსებული მეგალითური კომპლექსების არქეო-ასტრონომიული შესწავლა. ფილმის მიხედვით, ექპედიციამ, რომლის მუშაობაც ამ ფილმშია აღწერილი, დაადასტურა საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში ასტრონომიული ცოდნის არსებობა და გამოყენება. ექპედიციაში ასევე მონაწილეობას იღებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული ასტრონომიის ლაბორატორიის ასოცირებული პროფესორი ირაკლი სიმონია.

დოკუმენტური ფილმის პრემიერა დახურული იყო და ის სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის გაიმართა. ჩვენებას ესწრებოდნენ ფილმის შემქმნელებიც, ჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა.

ბანერები