ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფენტეზის ჟანრის საუკეთესო ლექსი

გამოვლინდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ”ფენტეზის ჟანრის საუკეთესო ლექსი” გამარჯვებულები. მონაწილეებს სურათის მიხედვით უნდა შეექმნათ ფენტეზის ჟანრის ლექსი. გამარჯვებულები  ჟიურის თავმჯდომარემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ დააჯილდოვა. პირველ ადგილის მფლობელი ბელა ჩეკურაშვილი გახდა, რომელსაც საჩუქრად ხუთასი ლარის ოდენობის ფულადი პრიზი და სერტიფიკატი გადაეცა. მეორე ადგილზე ლია ლიქოკელი, მესამეზე კი ბექა ახალაია გავიდნენ, რომლებიც ასევე სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ყველა ლექსი, რომელმაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება.

ბანერები