ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

FabLab Iliauni-ში დამზადებული ჩაფხუტები ნიუ-იორკში Discover Georgia-ზე

ახალი ამბები

2015 წლის  25-27 სექტემბერს, ქ. ნიუ-იორკში, ჩელსი-მარკეტის ტერიტორიაზე (http://www.chelseamarket.com/), გაეროს 2015 წლის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქვეყნისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ საზღვრებს მიღმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა ქართული დღეები „Discover Georgia”. ღონისძიებაზე, ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხეში, წარმოდგენილი იყო ვირტუალური რეალობის აპლიკაციის აღქმისთვის საჭირო ჩაფხუტები, რომლებიც დამზადდა ილიაუნის FabLab-ში. ჩაფხუტების საშაულებით დამთვალიერებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეცნობოდნენ. ჩაფხუტებისთვის აპლიკაცია შექმნა კომპანიავირექსმა

ბანერები