ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევროვიზიის მხარდამჭერი ფლეშმობი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 15 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოაწყვეს ევროვიზიის მხარდამჭერი ფლეშმობი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუდენტებმა ამ მეთოდით  მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროვიზია 2012-ის ქართველ მონაწილეს, ანრი ჯოხაძეს. ფლეშმობზე წარმოდგენილ იქნა ქორეოგრაფ თამარ გოგორელიანის ხელმძღვანელობით დადგმული ცეკვა და საკონკურსო სიმღერა „I'm a Joker“.

როგორც ევროვიზია 2012-ის ქართველმა კონკურსანტმა ანრი ჯოხაძემ განაცხადა, ეს მოულოდნელი სანახაობა მისთვის დიდი სტიმულის და მხარდაჭერის გამომხატველი იყო. ილიაუნის სტუდენტების ამ წარმოდგენამ ემოციებით დატვირთული გააცილა კონკურსანტი და მისი წარმომადგენლები ბაქოში, ევროვიზია 2012-ზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მადლობას უხდიან ილიაუნის თეატრს და მის ხელმძღვანელს, ნატალია თვალჭრელიძეს, რომელმაც გამოყო სარეპეტიციო დარბაზი სტუდენტებისათვის.

ბანერები