ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევროპული კვირეული თბილისში 2011

ევროპის სახლის მიერ გამართული კვირეულის ”ევროპული კვირეული თბილისში 2011” ფარგლებში, რომელიც 25-30 მაისს მიმდინარეობდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უამრავი ღონისძიება გაიმართა.

კვირეული გაიხსნა პროფესორ პატრიკ სერიოტის საჯარო ლექციით

”ენა და ერები ევროპაში: ორი მოდელი”. ამას მოჰყვა პროფესორ პატრიკ მიშელის საჯარო ლექცია ”თანამედროვე სამყაროში რელიგიისა და რეკომპოზიციის შესახებ”.

გაიმართა რამდენიმე საჯარო დებატი, კერძოდ: ”მულტიკულტურალიზმი და ერის მშენებლობა: უმცირესობების როლი”, ”კავკასია ომსა და მშვიდობას შორი. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გამოწვევები. NATO-ს როლი, ევროკავშირი და რუსეთი”, ”სოციალური საწარმო”.

ასევე გაიმართა საერთაშორისო ბესტსელერის „კომუნიზმის შავი წიგნის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

„კომუნიზმის შავი წიგნი – დანაშაულები, ტერორი, რეპრესია“ – ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის  მიერ შექმნილი წიგნია, რომელიც აღწერს კომუნისტური სახელმწიფოების მიერ განხორციელებული რეპრესიების ისტორიას. წიგნი გამოიცა საფრანგეთში 1997 წელს. „კომუნიზმის შავი წიგნი“ ნათარგმნია უამრავ ენაზე. ბესტსელერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევითი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში თარგმნა და გამოსცა.

კვირეული 30 მაისს საზეიმოდ დაიხურა.

ბანერები