ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ევროპის ბიოქიმიკოსთა ფედერაციის ვიზიტი

ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაცია (ებსფ, FEBS-Federation of European Biochemical Societes) წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც თავის რიგებში 45 000 მეტ წევრს ითვლის. საქართველო ბიოქიმიკოსთა ასოციაცია ამ ფედერაციის ასოციაციური წევრია.

ა.წ. 10-12 ოქტომბერს თბილისს ეწვივნენ ებსფ-ის ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, მისი თავმჯდომარის, პროფესორ მატიას შპრინზლის მეთაურობით. დელეგაციის მიზანი იყო, გაცნობოდა უნივერსიტეტებში მოლეკულური ბიოლოგიის/ბიოქიმიის განხრით სწავლების სისტემას, სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს და მოემზადებინა ნიადაგი საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ებსფ-ში სრულუფლებიან წევრად მიღებისათვის.

12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორმა მატიას შპრინზლმა წაიკითხა მოხსენება ებსფ-ის სტრუქტურისა და სხვადასხვა პროგრამების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება სტუმარმა გაამახვილა ახალგაზრდების (მათ შორის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების) უფრო აქტიურ მონაწილეობაზე ებსფ-ის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ვორქშოპებში და ისაუბრა სტუდენტთა  მომავალ პროფესიულ კარიერაზე.

ბანერები