


ევროპა და კავკასია - იდენტობის პრობლემა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპა და კავკასია - რეგიონთშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა“.
კონფერენციის მიზანი იყო, გარკვეული წვლილი შეეტანა ისეთი მნიშვნელოვანი, კომპლექსური ფენომენის შესწავლაში, როგორიც იდენტობის პრობლემაა, იქნება ეს ინდივიდუალური, კოლექტიური, ენობრივი, კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეროვნული იდენტობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმას, თუ როგორ ხდებოდა და ხდება ორი კავკასიელი ერის/ხალხის - ქართველების და სომხების - იდენტობის კონსტრუირება საუკუნეების განმავლობაში ევროპასთან ინტეგრირების მუდმივი მცდელობის პარალელურად.
კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 12-მა უცხოელმა მეცნიერმა, პროფესორმა და აკადემიკოსმა, მათ შორის საფრანგეთიდან და - სომხეთიდან.
კონფერენცია მიმდინარეობდა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.