ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ერთიანი კავკასიის პრობლემათა ასახვა ინტერნეტ სივრცეში

18 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ”შეხვედრები სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით” ფარგლებში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ”ლაზარესა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი კავკასიის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა თემაზე:
”ერთიანი კავკასიის პრობლემათა ასახვა ინტერნეტ-სივრცეში”. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული ექსპერტები, ფორუმებისა და ბლოგების წევრები, ასევე იყო ონლაინ-ჩართვა კავკასიის რეგიონის სხვადასხვა რესპუბლიკიდან.

საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ”ლაზარე” დაარსდა 2005 წელს ქ. მოსკოვში, როგორც ახალგაზრდული მოძრაობა. იგი აერთიანებს ქართველ ემიგრანტ სტუდენტებს. მათი უფრო დაახლოების მიზნით გაერთიანება ”ლაზარემ” არსებობის თითქმის 7 წლის მანძილზე ჩაატარა ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ღონისძიება, მათ შორის კონფერენცია, დებატი, შეხვედრა ცნობილ პიროვნებებთან, კონცერტი, კონკურსი და სხვა.

ბანერები