ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ეროვნული არქივი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის ოფიციალური პარტნიორი გახდა

ახალი ამბები

ჩეთბოტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ერთობლივი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები შექმნიან.

ნიკო ნიკოლაძის დასრულებული ციფრული ენობრივი ასლი ინტეგრირდება ვებგვერდზე nikonikoladze.ge და მასთან გასაუბრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ეროვნული არქივი  კომპანია „ჯეპრას“ გადასცემს არქივში დაცულ ფოტოებს, რომელთაც ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები ჩეთბოტის სრულყოფისთვის გამოიყენებენ.

უნიკალური ფოტოები ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავს. 1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ გადასცა.

ჰაკათონის პარტნიორები არიან: საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“, ანიმა ჩეთბოტიქსი, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება.

დრო: 22 მარტი, 2021 წელი

ბანერები