


ერაყის რესპუბლიკის ელჩის წერილი
ერაყის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
ერაყის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გამოხატავს ღრმა პატივისცემას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართ და მხარს უჭერს სინდისისა და სიტყვის თავისუფლებას საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორც ეს არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებულებაში.
გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, განსაკუთრებით კი იმ ძალადობას, რომელიც ემყარება რელიგიურ და კონფესიურ შეუწყნარებლობას. მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგის გზით შესაძლებელია ორი დაპირისპირებული მხარის პრობლემის მოგვარება და ერთიანი მიდგომის გამონახვა.
ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისცა საპატიო პროფესორებს, მკვლევარებს, სტუდენტებსა თუ ადმინისტრაციის თანამშრომლებს იმის და მიუხედავად თუ რომელ კონფესიას მიაკუთვნიან ისინი საკუთარ თავს წარმოადგენს სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაგალითს, რაც ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცენზურის ნებისმიერი ფორმა კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუშვებელია, რადგან ის მხოლოდ შეაფერხებს სამეცნიერო თავისუფლებას და განათლების განვითარებას.
ერაყის რესპუბლიკის საელჩო თბილისში სარგებლობს ამ შემთხვევით და გამოხატავს ღრმა პატივისცემას ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს მიმართ.
ელჩი
ტაიბ მოჰამედ ტაიბი
Embassy of the Republic of Iraq Tbilisi
Embassy of the Republic of Iraq in Tbilisi presents its compliments of the Academic Council of the Ilia State University and has honour to express its strong support to the freedom of belief and expressions in all educational institutions of Georgia, even it is guaranteed by the Constitution of Georgia and your honorary University Charter.
Let us express our strong condemn to the any kind of violence and especially which is based on the religious or confessional intolerance. Only peaceful dialogue between the opposing sides will find a common approach to solve any problems.
Guarantees given by Ilia State University to its honorary professors, researchers, students and administrative personnel to belong to any confession without any oppression of their rights are considered as an example of freedom of belief and expressions in particular and as a path to the defending of Human Rights in general.
Even we strongly believe, thet any censorship in any scientific and educational institution is unacceptable. this will only hinder the freedom of scientific and educational development.
Embassy of the Republic of Iraq in Tbilisi avails itself of this opportunity to renew to the Academic Council of the Ilia State University the assurances of its highest considerations.
Ambassador
Taib Mohammed Taib