ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ექსპედიცია სვანეთში

ახალი ამბები

ამა წლის 31 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტებმა გაიარეს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საველე ეთნოგრაფიული პრაქტიკა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში. 

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს VolkswagenStiftung -ის კვლევითი პროექტის - ,,Transformations of Sacred Spaces, Pilgrimages and Conceptions of Hybridity in the Post-Soviet Caucasus“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებში, რომლის მიზანიც გახლავთ ცენტრალური კავკასიის ტრადიციული საკულტო ძეგლების აღწერა-ფიქსაცია.  

მათ, პროფ. პაატა ბუხრაშვილის და პროფ. ქევინ თუთის (მონრეალის უნივერსიტეტი. კანადა) ხელმძღვანელობით დაათვალიერეს სოფლების - ლატალის, ლენჯერის, დაბა მესტიის, მულახის, იფარის, კალას, უშგულის სიძველენი; ამასთანავე,  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მობილური გადამღებ ჯგუფთან (ხელ-ი, რეჟ. რუსუდან ძნელაძე) გაიარეს მასტერკლასი ვიზუალური ანთროპოლოგიის მიმართულებით.

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები