


ექსპედიცია ფშავში
ახალი ამბები
მიმდინარე წლის 19-20 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იენის (გერმანია) უნივერსიტეტისა და კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივმა კვლევითმა ჯგუფმა (პროფ. პაატა ბუხრაშვილი, პროფ. ქევინ თუითი, ბერუჩა ნიკოლაიშვილი), VolkswagenStiftung -ის კვლევითი პროექტის (Transformations of Sacred Spaces, Pilgrimages and Conceptions of Hybridity in the Post-Soviet Caucasus) ფარგლებში, შუაფხოს (ფშავი) თემის სოფლებში (თხილიანა, მუქო), მოაწყო საველე ეთნოგრაფიული ექსპედიცია. კვლევითი პროექტის საბოლოო მიზანი იყო ცენტრალური კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე მოსახლე ტრადიციულ საზოგადოებებში დღემდე შემორჩენილი სათემო და საკულტო ტერიტორიების ფიქსაცია-აღწერა.
აგვისტოს პირველ რიცხვებში კვლევითი ჯგუფი, ამავე შემადგენლობით, აწყობს მსგავს ექსპედიციას სვანეთში და მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.