
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ექსკურსია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში
9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მოეწყო ექსკურსია. ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი იმყოფებოდა ტერმინალზე, მათ მეგზურობა გაუწია თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის მოადგილემ ვასილ ხუციშვილმა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ განახლებული ტერმინალი და მიეღოთ ინფორმაცია ნივთის გაფორმების გამარტივებულ სტრუქტურასთან დაკავშირებით. მათ ასევე იხილეს ახალი დანადგარები, რენტგენოსკანერები და სხვა.
ბოლოს სპეციალურად სტუდენტებისთვის იქნა ნაჩვენები 15-წუთიანი დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდობით გადაღებული მხატვრული ფილმი, რომელიც აღწერდა გაფორმების ეკონომიკური ზონის მუშაობას.