ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

EPAM საქართველოსა და ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით საჯარო სკოლებში რობოტიკსის კლუბები გაიხსნა

ახალი ამბები

15 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და EPAM საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში თბილისისა და რუსთავის სკოლებში შექმნილ რობოტიკის კლუბებს ვუმასპინძლეთ და Mbot რობოტებით დავაჯილდოვეთ.

პროექტის საწყის ეტაპზე ღია კონკურსის წესით შეირჩა ქალაქ თბილისისა და რუსთავის 10 საჯარო სკოლა. პროექტის შემდეგი ეტაპი გულისხმობს სკოლების ბაზაზე ტრენერთა ორეტაპიან ტრენინგს, რომლებმაც შემდგომში კლუბების საქმიანობას უნდა გაუწიონ ფასილიტაცია. ტრენინგის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.

შერჩეული სკოლებისთვის Mbot რობოტების გადაცემა და ტრენერთა მომზადება მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, დაეუფლონ რობოტიკის საფუძვლებს, დაპროგრამებას პითონზე, სენსორებისა და ძრავების მართვას.

პროექტის ფარგლებში EPAM საქართველოს მაღალკვალიფიციური ექსპერტები კლუბებს ასევე ჩაუტარებენ ონლაინ Tech Talk-ებს.

ამ ეტაპზე რობოტიკის კლუბების ქსელი თბილისისა და რუსთავის შემდეგ სკოლებს მოიცავს:

  • სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ.რუსთავის N21 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა
  • სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქალაქ თბილისის N133 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. თბილისის N127 საჯარო სკოლა

პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი.

2022 წელი

ბანერები