


ენობრივი განვითარების შეფერხების ან დარღვევის მქონე ბავშვების შეფასებისა და თერაპიის სერვისი
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში 3-დან 12 წლამდე ენობრივი განვითარების ან დარღვევის მქონე ბავშვებს სთავაზობს რამდენიმე სახის კონსულტაცია-თერაპიას.
ენობრივ შეფერხებასა და/ან დარღვევაში იგულისხმება:
- ენის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები;
- კითხვასთან ან წაკითხულის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები;
- დაგვიანებული მეტყველება, სიტყვების გახსენების, წინადადების აგებისა და ჩამოყალიბების სირთულე, მწირი ლექსიკა
ენისა და მეტყველების თერაპევტები და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სუპერვიზიით შეაფასებენ ენობრივი უნარების განვითარებას, დაგეგმავენ და განახორციელებენ ინტერვენციას, გასცემენ წერილობით რეკომენდაციებს.
კლინიკური პრაქტიკის ფარგლებშიუფასოდ მიიღებენ ბავშვებიმაღალი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შესამაბის მომსახურებას (სულ 15 სესია).
დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთრეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/a7fqKYqR2zaQATAv7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 ოქტომბერი.
ადგილები შეზღუდულია – შესაძლებელია მხოლოდ 16 ბავშვის მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2023