ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო - კონკურსი

კავშირი ”ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” BP საქართველოსა და ნავთობისა და გაზის სფეროში მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროგრამის ”განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური პროექტები საქართველოს თემებისათვის” ფარგლებში გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებმა და საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი გაინაწილეს სანდრო ლობჟანიძემ, ტარიელ მიქაუტაძემა და ნატო ალთუნაშვილმა. მეორე ადგილი წილად ხვდათ თამარ ტეხოვას, თორნიკე სამხარაძესა და გურამ მამისაშვილს. სოციალურ ქსელებში მოწონებული პროექტის პრიზი კი მიენიჭათ გიორგი ლაფაჩს, გიორგი ღუდუშაურს, ნიკა ქსოვრელსა და გიორგი ყიფშიძეს.

”ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” 2010 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავს მდგრადი ენერგეტიკის დღეებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი ეკონომიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას და ამ მიზნით შეახსენოს საზოგადოების სხვადასხვა ფენას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის როგორც გლობალური, ასევე ლოკალური ეკოლოგიურ-სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შერბილების პოტენციალი.

წლევანდელი კონკურსის თემა გახლდათ ”მდგრადი განვითარება არქიტექტურაში”.

ბანერები