ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ემერიტუსების დაჯილდოება ილიას უნივერსიტეტში

5 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ პროფესორს, ლია ლორიას, მანანა ნემსაძეს და გია მაჩაბელს ემერიტუსის წოდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაკუთრებული დამსახურების გამო მიენიჭათ.

2009 წელს ემერიტუსის წოდება და სამახსოვრო მედალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცამეტმა პროფესორმა მიიღო. 

”ემერიტუსობა არის როგორც  დიდი პატივი, ასევე დიდი პასუხისმგებლობაც” - განაცხადა ქალბატონმა მანანა ნემსაძემ.

”ემერიტუსის წოდება ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების უფლებას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნაკლები დატვირთვით ვიმუშავებთ, ვუსურვებ მხნეობას როგორც უნივერსიტეტს, ასევე საკუთარ თავს” - დასძინა ქალბატონმა ლია ლორიამ.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც გაითავისა განათლების კანონის ეს ინიციატივა და ყველა სრულ პროფესორს ემერიტუსის წოდებას ანიჭებს.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით (თავი 5, მუხლი 39) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ანიჭებს ემერიტუსის წოდებას. ამავე კანონის საფუძველზე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს ამ წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას დაფარავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. განსხვავებით სხვა წოდებებისგან, ემერიტუსის წოდების მქონე პირი ისარგებლებს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამავე დაწესებულების ბიუჯეტიდან.

ბანერები