


ელექტრონული ბიბლიოთეკა Oxford Scholarship Online
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებს დაემატა კიდევ ერთი მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკა Oxford Scholarship Online.
წვდომა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უზრუნველყოფილია 2013 წლის ჩათვლით.
Oxford Scholarship Online შეძენა განხორციელდა ტემპუსის პროექტის "სამოდელო სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში" (კოორდინატორი ქეთევან გურჩიანი) ფარგლებში.
Oxford Scholarship Online თავის მომხმარებელს სთავაზობს ოქსფორდის უნივესიტეტის მიერ გამოცემული წიგნების ელექტრონულ ვერსიებს. Oxford Scholarship Online ამჯერად მოიცავს 4500-მდე წიგნს. ყოველ წელს Oxford Scholarship Online ემატება 500-მდე ახალი ელექტრონული წიგნი. მძლავრი საძიებო სისტემის და მოსახერხებელი კონტექსტური მენიუს დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად მოიძიოს და გამოიყენოს მისთვის საინტერესო მასალა, სურვილისამებრ ჩამოტვირთოს, ამობეჭდოს ან ონლაინ რეჟიმში წაიკითხოს წიგნები.
Oxford Scholarship Online დარგობრივი კოლექციები:
ბიოლოგია
ბიზნესი და მენეჯმენტი
კლასიკური ფილოლოგია
ეკონომიკა და ფინანსები
ისტორია
სამართალი
ლინგვისტიკა
ლიტერატურა
მათემატიკა
მუსიკა
ნეირომეცნიერებები
ფილოსოფია
ფსიქოლოგია
ფიზიკა
საჯარო ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია
პოლიტიკური მეცნიერებები
რელიგია
სოციალური სამუშაო
Oxford Scholarship Online ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოყენება შესაძლებელიაროგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრციდან, ასევე ნებისმიერი სხვაწერტილიდან კორპორატიული ელექტრონული ფოსტის მქონე პირებისათვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერიდან Oxford Scholarship Online გამოსაყენებლად დააწკაპუნეთ ზემოთმოცემულ ნებისმიერბმულზე.
სხვა ნებისმიერი წერტილიდან Oxford Scholarship Online გამოსაყენებლად დააწკაპუნეთ აქ.
მოხმარების სახელმძღვანელო იხილეთ აქ.
დამატებითი რესურსები, ვიდეო გაიდები და ბროშურები იხილეთ აქ.
გისურვებთ წარმატებებს!