


ელექტრონული ბაზა EconLit with Full Text
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებს დაემატა კიდევ ერთი მდიდარი ელექტრონული ბაზა ეკონომიკის სფეროში EconLit with Full Text (EBSCOHost).
წვდომა ელექტრონულ ბაზაზე უზრუნველყოფილია 2013 წლის ჩათვლით.
EconLit with Full Text შეძენა განხორციელდა ტემპუსის პროექტის "სამოდელო სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში" (კოორდინატორი ქეთევან გურჩიანი) ფარგლებში.EconLit with Full Text სრულად მოიცავს EconLit ელექტრონულ ბაზასა და ამას გარდა 600-მდე ჟურნალის სრულ ვერსიას, მათ შორის ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის (American Economic Association) ჟურნალებს ემბარგოს გარეშე (მაგ.: American Economic Review, Journal of Economic Literature, and Journal of Economic Perspectives). სრული ტექსტების კოლექციაში შედის ბოლო 40 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ეკონომიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ სხვა ენებზეც. EconLit თავის მხრივ არის ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის (American Economic Association) პუბლიკაციების ინდექსირებული ბიბლიოგრაფია,რომელიც მოიცავს 400-ზე მეტ ძირითად ჟურნალის, წიგნის, წიგნების რეცენზიის, დისერტაციებისა და მოხსენებების ინდექსსა და აბსტრაქტებს.
EconLit with Full Text მოიცავს შემდეგ სფეროებს:
- ეკონომიკა
- ეკომეტრიკა
- ფასიანი ქაღალდები
- ეკონომიკური პროგნოზები
- ეკონიმიკის გავლენა გარემოზე
- სამთავრობო რეგულაციები
- მონეტარული პოლიტიკა
- ურბანული ეკონომიკა
- დასაქმების ეკონომიკა
- მონეტარული თეორია
EconLit with Full Text ელექტრონული ბაზის გამოყენება შესაძლებელია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერიდან, ასევე ნებისმიერი სხვა წერტილიდან კორპორატიული ელექტრონული ფოსტის მქონე პირებისათვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან EconLit with Full Text გამოსაყენებლად დააწკაპუნეთ ზემოთმოცემულ ნებისმიერ ბმულზე.
სხვა ნებისმიერი წერტილიდან EconLit with Full Text გამოსაყენებლად დააწკაპუნეთ აქ.
მოხმარების სახელმძღვანელო იხილეთ აქ.
დამატებითი რესურსები, გაიდები და ინსტრუქციები იხილეთ აქ.
გისურვებთ წარმატებებს!