ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ელექტრონიკის ონლაინკურსი მოსწავლეებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად უფროსკლასელებისთვის იწყებს ელქტრონიკის უფასო ონლაინტრენინგის კურსს.

კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს არდუინოს პროგრამირების საწყისები, ასევე სხვადასხვა სენსორისა და მოდულის მუშაობის პრინციპები.

სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.

პროექტი გაგრძელდება 12 კვირა. მონაწილეები შეისწავლიან:

  • ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს
  • ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს
  • ელექტრონულ სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და კანონებს
  • ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს
  • Arduino-ს პროგრამირებას

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასების მოტივირებულ მოსწავლეებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის ტექნიკას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის, 4 ნოემბრისა.

კურსი არის დამწყებთათვის, შესაბამისად საბაზისო ცოდნა საჭირო არ არის.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/FNNTM88h7WajvxgE6

მონაწილეების გადარჩევა: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეგზავნებათ დავალება, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება შესაბამის კურსზე სტუდენტის შერჩევა.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 20 მოსწავლეს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1. 5 საათი

სამუშაო ენა: ქართული

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2023 წლის 8 ნოემბრისა.

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20%-ს.

კურსი უფასოა.

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z

2023

ბანერები