ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკა და ევროინტეგრაცია

14 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური პოლიტიკის და ევროინტეგრაციის თემაზე გაიმართა „დებატები საჯარო პოლიტიკაზე." მოკლე მოხსენებები წაიკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ლეჟავამ, GEPLAC-ის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, GEPLAC გუნდის ლიდერმა კლაუდიუს მანიოტისმა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე მეზობელ სახელმწიფოებთან და ქვეყნის ევროინტეგრაციის შესაძლებლობებზე. სტუმრებმა წარმოადგინეს ექსპერტული შეფასებები და უპასუხეს პროფესორებისა და სტუდენტების შეკითხვებს.

ბანერები