


დონალდ გატერი ილიაუნიში
5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის დეკანი დონალდ გატერი. გატერი დეკანის თანამდებობაზე იმყოფება 2009 წლის აგვისტოდან, არის პენსილვანიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი (1997 წლიდან), ამერიკის სამხედრო ოფიცერთა ასოციაციის წევრი,
ინტერკულტურული ურთიერთობების სპეციალისტი ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრში, ნორფოლკში, იგი ასევე იყო დუკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი 2008-2009 წლებში.
დონალდ გატერი ხელმძღვანელობდა აკადემიურ, ფისკალურ და პერსონალურ პროგრამებს. ხელს უწყობდა თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას სამთავრობო სტრუქტურებს, ბიზნეს და სამოქალაქო ერთეულებს შორის. შეხვედრაზე შედგა ფილმის „The Response” ჩვენება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი გაიმართა დისკუსია, მას წარუძღვა დონალდ გატერი, რომელმაც ფილმში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებული გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარა ქართულ აუდიტორიას. ფილმის ჩვენება განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის (JILEP) ფარგლებში. ჩვენებას დაესწრნენ ასევე სამართლის და უსაფრთხოების ექსპერტები.