ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

შაბათს, 10 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დავით გოგუაძის დოკუმენტური ფილმის- "ხვამლის" პრეზენტაცია.

სტუდია „პილიგრიმის" მიერ გადაღებულ ფილმში მოთხრობილია ხვამლის მთის საიდუმლო და აღწერილია ის სამუშაოები, რომლებიც 2007 წელს დაწყებული და 2009 წელს განახლებული არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა. ფილმზე მუშაობის პროცესში არქეოლოგიურმა ჯგუფმა გამოიკვლია ხვამლის მთის კლდოვანი ციხე-ქვაბული და მიმდებარე ტერიტორია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კვლევა სენსაციურია  და მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობას ადასტურებს.

„ხვამლი", ორწლიანი ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტებისა და ძველი სამყაროს მითოლოგიის შეჯერების საფუძველზე, მოგვითხრობს კოლხებისა და უძველესი ცივილიზაციების ურთიერთობის საინტერესო დეტალებზე. ფილმში საუბარია იან გეველის ატლასზე, ჰიდრას თანავარსკვლავედის პარალელზე ხვამლთან, კოლხეთისა და ძველი ეგვიპტის ურთიერთობაზე. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხვამლის ექსპედიცია კიდევ უნდა გაგრძელდეს, რადგან გამოკვლევათა შედეგები არა მხოლოდ კაცობრიობის, არამედ პლანეტის ჩამოყალიბების პროცესის შესწავლაში დიდ წვლილს შეიტანს.

ბანერები