
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ჯონ შატუკის და გიგა ზედანიას შეხვედრა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (ბუდაპეშტი, უნგრეთი) ეწვია. გაიმართა შეხვედრები პროფესორებთან და ადმინისტრაციასთან, იმ მიზნით, რომ გაღრმავდეს კონტაქტები ორ უნივერსიტეტს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიევისტიკის (შუა საუკუნეების კვლევების) სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გახდეს ორმაგი ხარისხის მინიჭების შესაძლებლობა ორი უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამებს შორის.
ფოტოებზე: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ჯონ შატუკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.