ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ჯეიმი მაკგოლდრიკის შეხვედრა სტუდენტებთან

20 ოქტომბერს, გაეროს დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარი იყო  ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში. იგი შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და გააცნო საქართველოში გაეროს სააგენტოების მუშაობა, განიხილა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები, მოისმინა მათი აზრი გაეროს მუშაობასთან დაკავშირებით და უპასუხა მათ კითხვებს.

ერთ-ერთი სასაუბრო თემა იყო ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება. გაეროს მუდმივი კოორდინატორის შეხვედრები სტუდენტებთან მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტმა.

ბანერები