


ჯანდაცვის სამინიტროს გამოხმაურება PPRTC-ის კვლევის მიმართ
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევის და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით განხორცილებულ პოლიტიკის ანგარიშის - „აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდთა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სერვისების კვლევას“ - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა გიორგი კაკაჩიამ ნაშრომის ავტორთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. გიორგის სახ. აუტიზმის ცენტრის დირექტორთან სოფიო კერესელიძესთან შეხვედრისას გამოთქვა მზადყოფნა სამინისტროს მხრიდან აქტიური ჩართულობის და დაინტერესების პოლიტიკის ანგარიშის იმ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების (ასა-ს) საჭიროებების შესაბამისი ერთობლივი გაიდლაინების შემუშავებას ამ საკითზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ექპერტების მონაწილეობით; და აგრეთვე, სამინიტროს ამ ეტაპზე არსებული ბიუჯეტით, ცალკე ქვეპროგრამის განვითარებას, ასა-ს აუცილებლად მინიმალური სერვისების თანადაფინანსებისათვის. აღნიშნული ქვეპროგრამის შემუშავებას სამინისტრო, კაკაჩიას განცხადებით, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გეგმავს.
აღნიშნულის ანგარიშის მოკლე ვერსიის პრეზენტაცია აუტიზმის საერთაშორისო დღეს 2 აპრილს შედგა. აღნიშნული ანგარიშით განხორციელდა საქართველოში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების (ასა-ს) მიმართ არსებული სამთავრობო და არასამთავრობო სერვისების კვლევა და მათი შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებთან კვლევის საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები ასა-ს სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.
პოლიტიკის ანგარიში მომზადდება შესაძლებელი გახდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში.
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავსი პრეზენტაცია-დისკუსიების გამართვას ჯანდაცვის და განათლების პოლიტიკის სხვა აქტუალურ საკითხებზე.