


დისკუსია „პლაგიატის პრევენცია და ახალი გამოწვევები პოსტპანდემიურ ვითარებაში“
ღონისძიებები
24 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პლაგიატის პრევენციის კვირეულთან დაკავშირებით ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრი გამართავს დისკუსიას „პლაგიატის პრევენცია და ახალი გამოწვევები პოსტპანდემიურ ვითარებაში“.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური წერის ცენტრის სწავლების სამივე საფეხურის პროფესორ-მასწავლებლები. ისინი შეეცდებიან, ყურადღება გაამახვილონ პლაგიატის ტრადიციული განმარტებისგან განსხვავებულ შემთხვევებზე, რომლებიც, თავის მხრივ, არღვევს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს. ასევე იმსჯელებენ სასწავლო კურსებში გამოყენებულ პრევენციის მექანიზმებზე და შეაფასებენ მათ ეფექტურობას.
მომხსენებლები:
აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მაია როგავა
აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლები: მარიამ იაშვილი, შალვა ბერიანიძე, თინათინ ქავთარაძე, მაკა პატარიძე, თეო გოგილავა, დეა მაღალაშვილი
დისკუსიას მოდერატორობას გაუწევს გიგა ხოსიტაშვილი.
აკადემიური წერის ცენტრის შესახებ იხ. ბმული
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 24 თებერვალი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი