


დისკურსის ანალიზი / ტექსტის ლინგვისტიკა. თანამედროვე მიდგომების მრავალფეროვნება დისკურსის ანალიზში
ღონისძიებები
29-30 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების დოქტორანტთა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობენ პროფესორებიც. კონფერენცია ტარდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯის - CODFREURCOR - ეგიდით (იხ. http://codfreurcor.iliauni.edu.ge), რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის ოქტომბერში დაარსდა. კონფერენცია ყოველწლიურია და მასალები ქვეყნდება ფრანგულენოვან ჟურნალში „Etudes interdisciplinaires en Sciences humaines » („ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“) (http://eish.iliauni.edu.ge ), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მე-3 კონფერენცია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წინა ორი კონფერენციისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ფრანგულენოვანი იყო, მასზე მოხსენებები წარმოდგენილი იქნება ოთხ რომანულ ენაზე: ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად და რუმინულად. ჟურნალის მესამე ნომერიც, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე გამოვა, ასევე ოთხენოვანი იქნება.
კონფერენციის თემაა Analyse de discours / Linguistique textuelle. Diversité des approches contemporaines en Analyse de discours (დისკურსის ანალიზი / ტექსტის ლინგვისტიკა. თანამედროვე მიდგომების მრავალფეროვნება დისკურსის ანალიზში).
კონფერენციაში მონაწილეობს 17 უცხოელი (მოლდოვადან, რუმინეთიდან, სომხეთიდან, ჩეხეთიდან, ალჟირიდან, გაბონიდან) და 14 ქართველი დოქტორანტი და პროფესორი.
აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ (AUF) ამ კონფერენციაზე მოავლინა სამი სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი (გაბონიდან კამერუნიდან, ვიეტნამიდან) ჩვენი კოლეჯის საქმიანობის, კონფერენციების ორგანიზებისა და ჩატარების და ფრანგულენოვანი ჟურნალის გამოცემის პრაქტიკის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად.
სტუმრებისათვის დაგეგმილია ექსკურსია კახეთში.
კონფრენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.