ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

დედაენის დღე - ილიაუნელების აქცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა დედაენის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ ”ფლეშ-მობი” მოაწყო.  სოციალური ქსელებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე 70-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მათ თან ჰქონდათ თითო წიგნი, ნელა-ნელა პარლამენტის წინ გროვდებოდნენ, კიბეებზე სხდებოდნენ და იწყებდნენ კითხვას.

ილიაუნის სტუდენტების მიზანი იყო საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ წიგნი ხელშესახები საგანია, რომელიც უნდა წაიკითხო და არა განყენებული ძეგლი, რომელსაც ყვავილებით შეამკობ.

ბანერები